aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გორგიას” მფლობელის გატაცების მცდელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბაგების სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, სასამართლო კი დღესვე აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. საქმე ეხება ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის გატაცებისა და ფულის გამოძალვის მცდელობას.

როგორც დაკავებულების ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ:

“არ ვიცი რა პოზიცია შეიცვლება და რატომ იყვნენ იმ სახლში, ანუ ამასთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული პოზიციები, რომელსაც ალბათ შეიტყობთ შემდგომ. ის ვიდეო, რომელიც გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ უფლება არ ქონდათ, რომ გამოექვეყნებინათ, რამდენად ავთენტურია, რამდენად შეესაბამება, ეს ყველაფერი სადაო საკითხია,“ – განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

შეგახსენებთ, “გორგიას” მფლობელის გატაცებისა და ფულის გამოძალვის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს.

”შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....