aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგუაძე: “პრეზიდენტს თავის კონსტიტუციური ვალდებულება უნდა შეესრულებინა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დაესახელებინა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე მარგველაშვილისგან ახსნა არ მომითხოვია თუ რატომ არ დაასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა. მესმის, რომ ძალიან მძიმე ფონი შეიქმნა და “ოცნება” გიორგი მარგველაშვილის მიერ დასახელებულ ნებისმიერ კანდიდატს ჩააგდებდა, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას თავისუფალი დემოკრატების წერვმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.

გოგუაძის განცხადებით, მარგველაშვილს კანდიდატი უნდა დაესახელებინა.

“მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს თავის კონსტიტუციური ვალდებულება უნდა შეესრულებინა და კანდიდატურა დაესახელებინა. ისედაც ვიცით, რომ სასამართლოში რაც ხდება “ქართული ოცნების” ბრალია და ახლა მმართველ გუნდს საშუალება მიეცა, ნაწილობრივ, გადააბრალოს მარგველაშვილს ეს, რომელმაც ამ ეტაპზე, კანდიდატი არ დაასახელა”, – განაცხადა გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინო გვენეტაძემ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უზენაესი თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. თუმცა, პრეზიდენეტს თანამდებობაზე ახალი კანდიდატი არ დაუსახელებია.

იტვირთბა....