aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგონა, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოვარდა, საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გოგონა რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადარჩა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

ლიკუნას ოჯახს, რომელმაც შვილის გადასარჩენად თავის დროზე დიდი ფინანსები გაიღო, არ აქვს სახსრები იმისთვის, რომ ლიკუნასთვის ხელის პროთეზი შეიძინოს.

გოგონა საზოგადოებას მიმართავს და ოცნების ახდენაში დახმარებას სთხოვს.

„ზუსტად 5 წლის წინ, 29 მაისს მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა შანსი იყო, გადავრჩი. თუმცა, ამის გამო ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. გადავრჩი და მომეცა შანსი სიცოცხლით ისევ დავმტკბარიყავი.

3 დღე კომაში ვიყავი, ამ დროს მომკვეთეს ხელი. რა თქმა უნდა, რადგან მე გათიშული ვიყავი ჩემს თანხმობას ვერ მიიღებდნენ, ეს მშობლების თანხმობით მოხდა. თუ ხელის ამპუტაციას არ გამიკეთებდნენ, განგრენა განვითარდებოდა და მერე უკვე ვეღარ გადავრჩებოდი. 3 დღის მერე როცა გავიღვიძე, დაბმული ვიყავი, რომ ამ ამბის გამო არ გავგიჟებულიყავი. ექიმების ფუსფუსი და ჩურჩული მესმოდა: „არ იცის, ვერ ვეტყვით“ და ა.შ. მივხვდი, რომ რაღაც პრობლემა იყო. ფეხები გავამოძრავე – ვგრძნობდი, ამით უკვე ბედნიერი ვიყავი. თავი მარცხენა მხარეს მქონდა დაბმული და მაგაზე მივხვდი, რომ მარჯვენა ხელი დავკარგე.

სანამ მივხვდებოდი, რომ ხელი არ მქონდა, მეგონა, რომ ვერ ვლაპარაკობდი და ხმა დავკარგე. ვერ ვიძახდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვას – „დედა“. ზუსტად ამან გამაგიჟა, მეგონა, რომ ხმას ვეღარასოდეს ამოვიღებდი. არადა, აპარატი, რომელზეც შეერთებული ვიყავი, ბოლომდე იყო ჩასული და მიზეზიც ეს იყო, რატომაც ხმას ვერ ვიღებდი. აპარატის მოხსნის მერე რომ ვთქვი პირველი სიტყვები – „დედა მინდა“ – უბედნიერესი ვიყავი მართლა.

დედაჩემს ძალიან გაუხარდა ხელის დაკარგვას ასე მშვიდად რომ შევხვდი, ცხოვრება გავაგრძელე, გავუძელი ყველა გამოწვევასა და სირთულეს; ხალხის რეაქციას და კიდევ ათას რამეს, რაც წინ დამხვდა.
მე არ ვარ შეძლებული ოჯახიდან, ჩემს მშობლებს არ გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ ოცნება ამიხდინონ. ცხოვრებაში პირველად დამჭირდა ხალხის თანადგომა და იმედი მაქვს, ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება.
მოკლედ, ყველას თანადგომა მჭირდება, რათა ფული შევაგროვო ხელის პროთეზისთვის, თითოეული ადამიანის ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია! უბრალოდ, ოცნებების მჯერა და იმის, რომ თქვენ ამაში დამეხმარებით.
მადლობა ყველას წინასწარ!“, – წერს ლიკუნა ჩაჩიბაია საკუთარ Facebook გვეტრდზე.

რეკვიზიტები:
TBC Bank
მიმღები: ლია ჩაჩიბაია.
ანგარიშის ნომერი
GE15TB7998345061100071

იტვირთბა....