aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

„გირჩმა“ ცესკო-ში ხელმოწერები ფაეტონით მიიტანა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებში დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართავს. „გირჩმა“ ცესკო-ში ხელმოწერები ფაეტონით მიიტანა. ამასთან, მათივე თქმით, „ბატის ბუმბულით დაწერილი უსტარი“, ცესკომ-მ არ ჩაიბარა. ​მათ ცესკო-ში 28 000 მხარდამჭერის ხელმოწერა მიიტანეს და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირების სურვილი გამოთქვეს. როგორც პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩი“ რეგისტრირებული იყო და მისი რეგისტრაცია პირადი განცხადების საფუძველზე გაუქმდა. ამიტომ, ჯაფარიძის განმარტებით, პოლიტიკურმა ცენტრმა კანონმდებლობის ყველა წესის დაცვით, 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის ნაცვლად, 28 000  წარადგინა.
„მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენს გაერთიანებას არ უნდა დასჭირვებოდა 25 000 მხარდამჭერის სიის წარდგენა სარეგისტრაციოდ, ვინაიდან ჩვენ, ამის მიუხედავად, სრულად ვაკმაყოფილებდით კანონის მოთხოვნებს – ვიყავით რეგისტრირებული ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, არც ცესკო-მ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი ეს მოთხოვნა და იძულებულნი გავხდით, შეგვესრულებინა ცესკო-ს მოთხოვნა არანაკლებ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვების შესახებ. დღეს ცესკო-ს წარვუდგინეთ 28 000 მხარდამჭერის ხელმოწერილი ფორმა, შევსებულია კანონმდებლობის ყველა წესის დაცვით. ჩვენ გთხოვთ და ვითხოვთ, დაგვარეგისტრიროთ 2017 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე“ – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

1tv.ge

იტვირთბა....