aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გირჩი”: “თსუ იქცა იმპერიული კაპიტალიზმის ბუდედ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – “გირჩი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“გვინდა გამოვეხმაუროთ თსუ-სა და აუდიტორია 115-ს შორის მიმდინარე მოვლენებს. ის, რაც ხდება ამ პროგრესულად მოაზროვნე და მჩაგვრელთა ერთადერთი ქომაგი ჯგუფის თავს – არის აღმაშფოთებელი და ყოვლად მიუღებელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქცა იმპერიული კაპიტალიზმის ბუდედ. ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მალე ამ ერთადერთი ჭეშმარიტი განათლების კერის პრივატიზაციამდეც კი მივიდეთ.

ჩვენ ამას არ დავუშვებთ!

ეს ის არ არის, რაზეც ამ უნივერსიტეტის დამფუძნებელი მამები ოცნებობდნენ!

ვთხოვთ ბ-ნ გია ჟორჟოლიანს, როგორც ხალხის ჭეშმარიტ რჩეულს, საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია!

ბ-ნო როინ და ბ-ნო ლადო, თქვენ მაინც დაუდექით გვერდით და ნუ ჩაახშობთ ხალხთა თანასწორობისთვის მებრძოლ ახალგაზრდათა გულწრფელ ბრძოლას!”, – ნათქვამია “გირჩის” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სტუდენტები არ შეუშვეს.

იტვირთბა....