aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გირჩი”: “ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნებს თეა წულუკიანის გადაყენების თაობაზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” სოციალურ ქსელში მიმაართვას ავრცელებს და თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს.

“თუ გვინდა, რომ მომავალ გენერალურ პროკურორს ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმაცია მაინც, მის არჩევის პროცესთან არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო დღევანდელ იუსტიციის მინისტრს.

სასამართლოსა და პროკურატურაში არსებული სავალალო მდგომარეობა, მნიშვნელოვანწილად, სწორედ მისი პასუხისმგებლობაა და არცერთი თავმოყვარე ორგანიზაცია მასთან კონსულტაციებზე არ უნდა დაჯდეს.

ამიტომ გირჩი უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას თეა წულუკიანის გადაყენების თაობაზე.

ამავე დროს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი გენერალური პროკურორი უნდა იყოს ადამიანი “სისტემის გარედან”, რომელიც დადებს პროკურატურის დეცენტრალიზაციისა და დეპოლიტიზაციის გასაგებ და რეალისტურ გეგმას – რომ პროკურატურა აღარ იყოს სადამსჯელო მექანიზმი ყველა ხელისუფლების ხელში.

სხვა შემთხვევაში წავალთ შემდეგ წრეზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახალი მთავარი პრპოკურორის შერჩევის დროს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თეა წულუკიანთან მოსალაპარაკებლად არ დაჯდებიან და ის უნდა გადადგეს. ანალოგიურ მოთხოვნას აყენებს ოპოზიციური პარტიის დიდი ნაწილი.

იტვირთბა....