aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გირჩი”: “დათვისა და მგლის ფორმაში ჩაცმული ჩვენი მეგობრები დააკავეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დათვისა და მგლის ფორმაში ჩაცმული ჩვენი მეგობრები დააკავეს პოლიციელებმა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით” – ამ ინფორმაციას ავრცელებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”, რომლის წევრებიც ამ წუთებში დედა ენის ბაღში არიან შეკრებილი, მარიხუანის ფესტივალთან დაკავშირებით.

როგორც პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, ბიბლიური თავისუფლების ლიდერი, ნიკა ობოლაძე პოლიციამ წაიყვანა.
პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა ასევე იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი. როგორც შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი სამართალდამცველებმა  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად განყოფილებაში გადაიყვანა.

“გირჩის” წევრები აცხადებენ, რომ დედა ენის ბაღში სპეცრაზმია მობილიზებული. მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით სამართალდამცველია განლაგებული.

იტვირთბა....