aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი სამართალი

გიორხელიძე – მთავრობა ისეთ შეცდომას ვერ დაუშვებს, რომ დაეტაკოს ბანკს, რომლის მფლობელებიც მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციები და პირებია

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე არ მგონია, რომ “თი ბი სი” ბანკში რაიმე რყევები იყოს და ამან ფინანსურ ბაზარზე რაიმე გავლენა იქონიოს, – ამის შესახებ “მეტრონომს” ეკონომისტმა დემურ გიორხელიძემ “თი ბი სი” ბანკის ირგვლივ არსებული სიტუაციის კომენტირებისას განუცხადა.

გიორხელიძის განცხადებით, ბანკის დეპოზიტორებს პანიკის საფუძველი არ აქვთ.

“საუბარია კონკრეტულ რამეზე და არის თუ არა ეს სინამდვილე, ამას გამოძიება დაადგენს. არ ვფიქრობ, რომ პანიკის საფუძველია ან “თი ბი სის” დეპოზიტორებს რაიმე პანიკის საფუძველი აქვთ. ასეთი რაღაცები მსოფლიოს ყველაზე დიდ და ბრწყინვალე ბანკებში, 2008 წლის კრიზის შემდეგ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდებოდა. კონკრეტულ დანაშაულზეა საუბარი და თუ ეს დადასტურდა ხმას ვერავინ ამოიღებს. მთავრობა ისეთ შეცდომებს ვერ დაუშვებს, რომ დაეტაკოს ბანკს, რომლის მფლობელებიც მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციები და პირებია”, – აცხადებს გიორხელიძე.

შეგახსენებთ, რომ  გენერალური პროკურატურა TBC ბანკის დოკუმენტებს სწავლობს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ბანკმა განცხადება გაავრცელა. 

 

იტვირთბა....