aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

გიორგი ქობულია: “ანაკლიის პროექტს კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტის კომპლექტური შესწავლა უნდა მოხდეს და საკითხი უნდა გადაიხედოს.

„ არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ჩვენთვის, როგორც მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის სარგებელი. ანაკლიის პროექტი არის აბსოლუტურად განსახილველი პრიორიტეტი. აქ არის საუბარი კომპლექსურად შესწავლაზე ამ საკითხის და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ამას კომპლექსში. ჩემთვისაც პრიორიტეტია, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი და როგორ შეიძლება ჩემთვის პრიორიტეტი არ იყოს. საქმე იმაშია, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება ტვირთბრუნვების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გადავხედოთ კიდევ ერთხელ. ჩემს გუნდთან საუბარი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა ავწიოთ ის კვლევები, რომელიც გაკეთებული იყო და შეიძლება განვაახლოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ ამას უფრო ახალი თვალით… როგორ გავხადოთ საქართველო ჰაბად და როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს კორიდორი – ჯერჯერობით პასუხის ამ კითხვაზე არა მაქვს, მაგრამ გვექნება“, – განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პროექტი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს პრიორიტეტად იქნა დასახული. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2.5 მილიარდი დოლარი ჯდება და მისი მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.

 

იტვირთბა....