aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო საქართველოსა და ლატვიის შეხვედრას გამოტოვებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო საქართველოსა და ლატვიის შეხვედრას გამოტოვებს.

ფეხბურთელმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა საკუთარ ქვეყანაში ასე განიცდიან შენს გასაჭირს და ასე ახლოს მიაქვთ გულთან. უღრმესი მადლობა ყველას. მადლობა, რომ გჯერათ ჩემი. ამხელა სიყავრულის შემდეგ, მე არ მაქვს დანებების უფლება და არც დავნებდები. ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი“ – წერს ქვილითაია.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და ორშაბათს ბელგიაში ოპერაციას გაიკეთებს.

იტვირთბა....