aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

როდის მოეღება ბოლო “ქართული ბანკების ბაირამობას”: გიორგი უძილაური “ქართუ ბანკსა” და ქართულ ეკონომიკაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართუ ჯგუფის” პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური ბანკებსა და ბანკებს შორის კონკურენციაზე საკუთარ ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

უძილაური: “ინვესტორებს ყველა სფეროში ვეძებთ, მაგრამ არა საბანკო სფეროში. საკმარისია საქართველოში შემოვიდეს თუნდაც ერთი ძლიერი ევროპული ბანკი და დაიწყოს სესხების გაცემა დაბალ პროცენტებში, რომ ქვეყანას უცებ დაეტყობა ეკონომიკის აღმავლობა. აქტიური მოქალაქეები განახორციელებენ თავის ბიზნეს იდეებს, გააქტიურდება მშენებლობაც და ვაჭრობაც და ქართული ბანკების ბაირამობასაც ბოლო მოეღება”

ავტომატურად მას დაუსვეს კითხვა: თუ შეუძლია ქართუს, გააკეთოს – რასაც უძილაური პასუხობს:

უძილაური: “ქართუ ამ ბანკებთან კონკურენცაში არ შედის. რომ შევიდეს, ხვალ ბევრი ატეხავს ამბავს – ქართუ ყიდულობს საქართველოსო. იგივე ეხება “ქართუ დაზღვევასაც”. ადამიანმა ამდენი ობიექტი აჩუქა სახელმწიფოს და მედიაში წუწუნი მიდიოდა – რად უნდა სახელმწიფოს, რატომ უნდა აიღოს ზედმეტი ტვირთიო. არ იყო ეგრე? ქველმოქმედებაზე რომ ასეთი ისტერიაა, ამ სფეროებში ქართუს აქტიურობას რა შედეგი მოყვება ვერ ხვდები?

გამოხმაურება: “რას ნიშნავს, არ შედის კონკურენციაში? ქართუს შეუძლია, როგორც შენ ამბობ, უდიდესი საქმე გააკეთოს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის და ამას რაღაცის შიშით არ აკეთებს?
ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბანკსაც და მის მფლობელსაც უბრალოდ ჰკიდიათ საქართველოს მომავალი და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ!
ყოველგვარ ქველმოქმედებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა “კონკურენციაში შესვლა” – “ქველმოქმედებით” პრაქტიკულად მხოლოდ წითელი ინტელიგენცია სარგებლობს, საბანკო პროცენტების დაგდება კი საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანზე იმოქმედებს დადებითად!
ვერც კი მიხვდი, რა ცუდად წარმოაჩინე ქართუ და მისი მფლობელი”!!!

 

იტვირთბა....