aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: „რა ლოგიკით შევიწყალო სააკაშვილი?!“

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის დროს რა სისტემებიც ეგონა, რომ შეიცვლებოდა, პირიქით, განმტკიცდა და სააკაშვილის ინტერესებს ალალ-მართლად ემსახურებიან.

“რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ უნდა წაუყენოს, როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებას, შეთქმულებასა თუ ქრთამს შორის და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს და შეწყალებით გაასწოროს შეცდომები?!. შეწყალება არის წყალობა, სხვა ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა, სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და მე, დღეს, როდესაც ამ რეალობის წინაშე ვარ, სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია?!

სააკაშვილი, რომელმაც მთელი ეს სისტემა ააგო – პროკურატურა თავისი ტრადიციებით, სასამართლო თავისი ტრადიციებით, სააკაშვილმა ისე შექმნა, რომ საერთოდ არ დაინგრა, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ის, რაც მე მეგონა, რომ შეიცვლებოდა, პირიქით განმტკიცდა, დასტაბილურდა და მიშას ინტერესებს ალალ-მართლად ემსახურებიან.

სააკაშვილის სისტემამ მოკლა გირგვლიანი, მისმა სისტემამ დამალა დანაშაული, მისმა სისტემამ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სტრასბურგში… მე მქონდეს განცდა, რომ სააკაშვილია დაჩაგრული?! სააკაშვილის სისტემა ყვავის ამ შემთხვევაში“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....