aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: “ჩვენ პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი” – განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებთანთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას .

“შემოდგომაზე მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება. ჩვენ ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენ პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისათვის, რომ ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი და სწორედ ჩვენი პარტიის ხმა იყოს ამ არჩევნებში წარმატებების განმაპირობებელი. დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის და იმისთვის, რომ ასეთი კონსოლიდაციით ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც ერთიანი, გაბრწყინებული საქართველო ჰქვია“, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....