aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

aviabiletebi
ავიაბილეთები

27-28 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს გლობალური უსაფრთხოების ფორუმში.

საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სადისკუსიო სესიაზე -“აღმოსავლეთ სამეზობლო 2017.”

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მათ შორის, დაგეგმილია შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოსთან.

გიორგი კვირიკაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დაესწრება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, პრემიერმინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

იტვირთბა....