aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი გახარია “ხორავას ქუჩის” საქმის დეტალებზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი გახარია პარლამენტის წევრების კითხვებს პასუხობს. ხორავას საქმეზე დასმულ შეკითხვაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ძალიან მძიმე თემაა და სრულ პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა საგამოძიებო კომისიის ფორმატში, დეპუტატების მუშაობამაც ვერ მოიტანა შედეგი.

გიორგი გახარიას განცხადებით, ის მზადაა პირველი მივიდეს ჩვენების მისაცემად, თუ სამოხელეო დანაშაულის შესახებ გამოძიება დაიწყება.

„რაც შეეხება ხორავას თემას, ეს უმძიმესი თემაა, არამხოლოდ პირადად ჩემთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საერთოდ ქვეყნისთვის და აქ საუბარი ცოტა უფრო ვრცლად მოგვიწევს. ბევრი კითხვა იყო ძალზედ დასმული – არ არის მარტივი ამ თემაზე საუბარი. არავის ეგონოს, რომ ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ოღონდ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობის ზღვარი თუ დავადგინეთ და დავიწყეთ პასუხისმგებლობის პერსონალიზირება, შეიძლება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. როდესაც სახელმწიფომ, აქ ამ პარლამენტში, მიიღო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ პირადად მე ვფიქრობდი, ამ კომისიას რამდენად ხარისხობრივად შეეძლო განევითარებინა თუნდაც ჩვენი საპარლამენტო დემოკრატია. კომისიას ჰქონდა პირდაპირი კონკრეტული მანდატი, ემუშავა იმაზე, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გარკვეული გადაცდომები, ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც ობიექტურად, რომ ვთქვათ – კომისიამ ვერ დაადგინა.

გარდა ამისა, სამწუხაროდ აბსოლუტურად გაუმართლებლად, კომისიამ დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა. ვერ მომიყვანთ ვერცერთ ფაქტს, რომელიც დაადგინა კომისიამ და იქნება ახლად გამოვლენილი ფაქტი, რომელიც არ იყო ან ერთი გამოძიების ფარგლებში, ან მეორე გამოძიების ფარგლებში.

დიახ, ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ, კომისიის მუშაობის ფარგლებში ვერ შეძელით – რაც იყო თქვენი მიზანი და არა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების განსაზღვრა – ვერ შეძელით დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარებულა, ამან იქონია საბოლოო შედეგზე რაიმე გავლენა თუ ვერა. ჩემი სუბიექტური აზრით, როგორც ცალკე აღებული ადამიანის – ეს იყო თქვენი მანდატი.

მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცი, ის საგამოძიებო მოქმედებები რომლებიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არჩატარებული და იქონია ამან საბოლოო შედეგზე გავლენა თუ არ იქონია – აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე და მეც მზად ვარ, პირველი მივიდე და მივცე ჩვენება. ისევე როგორც თქვენ, თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ ის პასუხისმგებლობები, რომლებიც ჰქონდა კომისიას და რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებინა მოხელეების მხრიდან და სამოხელეო გადაცდომა იყო თუ არა და კომისიამ ეს ფაქტობრივად ვერ დაადასტურა, სამწუხაროდ. თქვენ სამწუხაროდ სრული დისკრედიტირება მოახდინეთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის. იმიტომ, რომ ვერ მიაღწიეთ ვერანაირ შედეგს და იმის მაგივრად, რომ მიგეღწიათ შედეგისთვის, დაიწყეთ პოლიტიკური სპეკულირება. მე როდესაც ვამბობ, რომ მზად ვარ სამოხელეო დანაშაულის ნაწილში, როგორც კი შესაბამისი უწყებები დაიწყებენ ამაზე გამოძიებას, პირველი მივიდე და ჩვენება მივცე, მე მაინტერესებს თქვენი პასუხისმგებლობის ზონა სად არის.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.

იტვირთბა....