aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი აბაშიშვილი:“განაწყენებულმა მინისტრმა კომისიის წევრები გამოასახლა იუსტიციის სამინისტროდან“

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები იუსტიციის სახლში არ შეუშვა.

აბაშიშვილის განცხადებით იუსტიციის მინისტრის გაღიზიანება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც კომისიის გაძლიერებას და უფრო გამჭირვალედ მუშაობას შეეხებოდა.

დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კომისიის თავმჯდომარედ თამარ ლალიაშვილი დაასახელა. კომისიაში 6 წევრი იმუშავებს. მათ შორის 2 ახალი წევრი, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული უშიშროების საბჭოდან იქნებიან წარმოდგენილები.

“სამწუხაროდ, კომისიის გაძლიერებამ და გამჭვირვალეობის ზრდამ ქალბატონი იუსტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია. სრულიად მოულოდნელად, განაწყენებულმა მინისტრმა კომისიის წევრები გამოასახლა იუსტიციის სამინისტროდან, იმ შენობიდან, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ეს კომისია. შესაბამისად, დღეს კომისიის წევრები მოკლებულნი არიან საკუთარი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. შენობა, საიდანაც იუსტიციის მინისტრმა გამოასახლა კომისიის წევრები, ეკუთვნის სახელმწიფოს და არა რომელიმე მინისტრს”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

იტვირთბა....