aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. თარგამაძის დაბარება, სავარაუდოდ მასზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება. ის უწყებაში 2 საათზე უნდა მივიდეს.

თარგამაძე უკვე რამდენიმე თვეა მისი მანქანის აფეთქების საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ კი თარგამაძემ განაცხადა, რომ მის საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება და გამოძიება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მიზანმიმართულად უგულველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, გივი თარგამაძეზე, თავდასხმა განხორციელდა. დეპუტატის მანქანა ქალაქის ცენტრში ააფეთქეს.

საქმე სამართალდამცველებმა სასწრაფო წესით გამოიძიეს და ბრალი ყოფილ სპეცრაზმელს, დავით (დარჩო) ხეჩუაშვილს, წაუყენეს. მოგვიანებით, მისი სიძე, ბორის ჩაგუნავა, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მიუხედავად ბრალის დამტკიცებისა, ჩაგუნავა ციხეში არ ჩასვეს.

დეპუტატი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ბრალდებული დარჩო ხეჩუაშვილის ბლოკნოტში, რომელშიც სამიზნის, ანუ გივი თარგამაძის, საცხოვრებელი ბინის მონახაზი იყო გაკეთებული, ასევე ჩაწერილი იყო რამდენიმე მისამართი. დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიება ამ მისამართებით არ დაინტერესებულა.

იტვირთბა....