aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგა ბოკერია: “რა განგვასხვავებს სააკაშვილისგან…“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში გიგა ბოკერიამ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დამოკიდებულება, რომ ლიდერის გარეშე ვინმე ნულია, არასწორია და უპირობო ლიდერები არ არსებობენ:

“რა განგვასხვავებს მიხეილ სააკაშვილისგან და ასეთი ოპორტუნისტებისგან როგორიც ნიკა მელიაა – ესაა დამოკიდებულება არჩევნების მიმართ, ეს არის დამოკიდებულება პარლამენტში შესვლის მიმართ, ეს არის ზოგადად წარმოდგენა როგორ უნდა იმართებოდეს პარტია. თუ ლიდერი დღეს ერთს იტყვის და ხვალ მეორეს, ორივეჯერ მართალია – ეს დამოკიდებულება იყო და არის მიუღებელი. ჩვენ გვჭირდება გუნდი, რომელიც ბელადის ბრძანებაზე კი არ დადის, არამედ პოლიტიკური პრინციპების მიხედვით მოღვაწეობს. დამოკიდებულება, რომ ლიდერის გარეშე ვინმე ნულია, არასწორია. უპირობო ლიდერები არ არსებობენ. უნდა გამოვყო კიდევ ერთი განსხვავება, რომელიც მომავალთანაა კავშირში, მიუხედავად იმისა, რომ წარსულს ეხება. ეს არის ჩვენი საერთო წარსულის შეფასება. ჩვენ მიხეილ სააკაშვილისგან მუდმივად გვესმის ეს ფრაზა, რომ თავზე ნაცრის ყრას უნდა შევეშვათ. ის ამაში გულისხმობს, ჩვენს კრიტიკულობას ზოგიერთი ასპექტის მიმართ ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნისას. მე ეს მიმაჩნია საკვანძო საკითხად, იმიტომ, რომ ამ კატასტროფის ფონზე, რაც ივანიშვილმა შექმნა, ხალხს უნდა შევთავაზოთ მომავლის ძალიან მკაფიო გეგმა. ამ გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული ისიც, რაც ჩვენ დროს ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც საჭირო იყო, უფრო მეტიც, რაც ცუდად გავაკეთეთ, ისიც. აქ მე ვინმესკენ კი არ ვიშვერ ხელს, საკუთარ თავს ვგულისხმობ. ეს არის ძირითადი განსხვავებები”,- განაცახადა ბოკერიამ.

იტვირთბა....