aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში მუქარისშემცველი შეტყობინებები მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში მუქარისშემცველი შეტყობინებები მიიღო.  გიგაურმა პროკურატურას მიმართა.   “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” განცხადებით, ეკა გიგაურის მიმართ მსგავსი  შეტყობინებების გავრცელება  მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ  ბოლო პერიოდში მესამე სექტორის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყეო.

ორგანიზაციის ცნობით, 13 ოქტომბერს გიგაურს სოციალურ ქსელში მიწერა მოქალაქემ, რომელიც მას არა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არამედ პირადი ანგარიშსწორებითაც დაემუქრა.

“რეპუტაციის შემლახავი ამგვარი შეტევები წლებია ხორციელდება და ჩვენი დაკვირვებით, აქტიურდება მაშინ, როცა სამოქალაქო სექტორი (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი) ხელისუფლების კრიტიკას ამძაფრებს.

ცხადია, ნებისმიერი კრიტიკა დაშვებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა როცა ეს უკვე მუქარის სახეს იძენს, ამ ფაქტს დაუყოვნებლივ რეაგირება ჭირდება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის მიზნით. იმედი გვაქვს აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაძლო შედეგზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერი თანამშრომელი თავს გრძნობდეს დაცულად საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას”, – წერია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.

იტვირთბა....