aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გიგაური: ჩვენ არ დაგვიზუსტებია, ძველი პირადობის მოწმობები იბეჭდება თუ ახალი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ჩვენ არ ვიცით და არც დაგვიზუსტებია, ძველი პირადობის მოწმობები იბეჭდება თუ ახალი”, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის თქმით, ეს პროკურატურამ უნდა დაადგინოს.

„ჩვენ არ ვიცით და არც დაგვიზუსტებია, ძველი პირადობის მოწმობები იბეჭდება თუ ახალი. ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ, ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო. როგორც ვიცი, ძველი პირადობის საბეჭდი აპარატები არის რეგიონებში“,- განუცხადა „ნეტგაზეთს“ ეკა გიგაურმა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ დღეს განაცხადა, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხასა და გარდაბანში საბეჭდი ცენტრები არ აქვს, შესაბამისად, იქ ბიომეტრული დოკუმენტები არ იბეჭდება. კითხვაზე, წალენჯიხაში არსებობს თუ არა საბეჭდი მოწყობილობა, რომლითაც იბეჭდება ძველი ლამინირებული მოწმობები, სოსო გიორგაძე აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლამინირებული მოწმობები საერთოდ არ იბეჭდება. „დღეს, 20 ნოემბერს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული არაბიომეტრული დოკუმენტების ბეჭდვის მხოლოდ ერთეული შემთხვევები არსებობს. ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ იბეჭდება. ეს არის ცალსახა პასუხი”, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

იტვირთბა....