aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გიგაური – ჟურნალისტების მიმართ ოქუაშვილის დამოკიდებულება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური “ომეგა ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იბერიის” დამფუძნებლის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მიუხედავად იმისა, რომ ოქუაშვილმა სერიოზულ პრობლემებზე ისაუბრა და სავარაუდო ელიტური კორუფციის სქემებიც გამოიტანა გარეთ, ვფიქრობ, რომ ჟურნალისტების მიმართ მისი დამოკიდებულება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენთვის იბერიის საქმეში ჟურნალისტების უფლებების დაცვა იყო მთავარი და მათ ყოველთვის სოლიდარობას ვუცხადებდით. ჩვენ აქამდეც ვიცავდით იბერიიდან გამოშვებული ჟურნალისტების უფლებებს და დღესაც მზად ვართ დანარჩენებსაც დავუდგეთ გვერდით”, – აცხადებს გიგაური.

“იბერიის” თანამშრომლებს და არა მარტო მათ, “ომეგას” თანამშრომლებს, ჯამში 1 500 კაცია, ვეტყვი, რომ ჩვენ ჩვენ უფლებებს დავიცავთ და ამაზე მე საკმაოდ ბევრს ვმუშაობ. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის საშუალება და სადაც იქნება შესაძლებლობა, იქ მე ყველაფერს ვიღონებ, რომ მათი სამუშაო ადგილებისთვის ვიბრძოლო, – ამის შესახებ “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელმა ზაზა ოქუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ოქუაშვილი ვახო ხუზმიაშვილის განცხადებასაც პასუხობს და აცხადებს, რომ მას საკმაოდ მაღალი ხელფასი ქონდა და შეიძლება, სამსახურის დაკარგვის გამო სტრესი დაემართა.

“რაც შეეხება ვახო ხუზმიაშვილს, ის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი გახლდათ, დამატებით მანქანა და სხვადასხვა პრივილეგიები. ტელეფონით ვესაუბრე. მას აქვს იპოთეკის პრობლემა, მაგრამ ვერ გამოვაცალკევებდი სხვებისგან. თუმცა, მასზე ნუ იდარდებთ, გადაწყვიტა სამსახურის საკითხი. მესმის, რომ შეიძლება ამ ცხოვრებას იყო მიჩვეული და ძალიან დიდი სტრესი ქონდა სამსახურის დაკარგვით, მაგრამ არასწორ გზას დაადგა. ვინც გააჩერა ტელევიზია, პასუხი მათ უნდა მოვთხოვოთ. რაც შეეხება ხელფასებს როგორც ამბობენ “ბენტლის” ერთი საბურავის ფასიაო, ეს ცოტა მეტია. ეს არის ნახევარი მილიონი. “ომეგა” ყოველ თვე ხელფასებში იხდის მილიონ სამასი ათასამდე. სამი თვე ეს ხელფასები გაიცა და ახლა თანხა არ არის, გაჩერებულია საქმე. მე, როგორც ბრიტანელმა ინვესტორმა, საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში 200 მილიონი შემოვიტანე”, – განაცხადა ოქუაშვილმა.

ოქუაშვილის განცხადებით, თუ “ომეგას” საწარმო ამუშავდება, “იბერიის” თანამშრომლები კომპენსაციას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც “იბერიამ” საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყვიტა, ოქუაშვილს ჟურნალისტები არ მოუკითხავს.

იტვირთბა....