aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: მერე უკვირთ, ირაკლი კობახიძეს გადამწიფებულ თინეიჯერს რომ ვეძახი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი  გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

“ხვალ რომელიმე პარტიამ ბოიკოტი რომ გამოუცხადოს პარლამენტის სხდომებს, პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ბრძანებით გარიცხავს პარლამენტიდან და პარლამენტის შემადგენლობას შეამცირებს. ამის პრეცედენტი უკვე შექმნა. მერე ვიღაცას უკვირს გადამწიფებულ თინეიჯერს რომ ვეძახი”-წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომამდე ერთი დღით ადრე, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომისიის შემადგენლობიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი ამოიღო, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის გამო შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ირაკლი კობახიძემ ბრძანება 21 აპრილს გამოსცა, რომლის მიხედვით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან ამოღებულია 13 წევრი – საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. შესაბამისად, მუშაობის ბოლო დღეს, კომისიის შემადგენლობა 73 წევრის ნაცვლად განსაზღვრული იყო 60 წევრით და შეცვლილი იყო გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.
22 აპრილს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო.

 

იტვირთბა....