aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: “ზახაროვას ნათქვამი პრემიერის ბრიყვული განცხადების გამოძახილია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქაღალდბი არ იწვიან და კვირიკაშვილის ბრიყვული განცხადება არაერთხელ დაგვხდება წინ.

“ზახაროვას ნათქვამი პრემიერ-მინისტრის ბრიყვული განცხადების კიდევ ერთი გამოძახილია. კვირიკაშვილის წერილი, სამწუხაროდ, არაერთხელ დაგხვდება წინ. ქაღალდები არ იწვიან, მხედველობაში ეს შემთხვევა მაქვს. ჟენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე დაგხვდა წინ პრემიერის ეს განცხადება, ზახაროვას გამოთქმაშიც და ზოგადად, სანამ კვირიკაშვილი იქნება პრემიერი, სულ წინ დაგხვდება”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამშვიდობო ინიაციტავიას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” გამოეხმაურა.

ზახაროვას თქმით, ინიციატივით ქართულმა მხარემ “ფაქტიურად აღიარა, რომ აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის მცხოვრებლები თავს საქართველოს მოქალაქეებად არ მიიჩნევენ და არც სურთ რომ იყვნენ”.

“თბილისმა მორიგი “სამშვიდობო ინიციატივა დააანონსა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქართულ პროგრამებში მონაწილეობა აფხაზებისა და ოსებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადასტურებას ან მის მიღებას არ ნიშნავს. ამით ოფიციალურმა თბილისმა როგორც იქნა აღიარა: აფხაზები და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები საქართველოს მოქალაქეებად თავს არ მიიჩნევენ და არც სურთ, რომ გახდნენ მიუხედავად გულუხვი დაპირებებისა”, – თქვა მარია ზახაროვამ რუსულ ტელეკომპანია “Дождь”თან ინტერვიუში.

ზახაროვა ამბობს, რომ ამის “აღიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან დროთა განმავლობაში ოფიციალური თბილისი ამას ბოლომდე გაიაზრებს და მიიღებს არსებულ პოლიტიკურ რეალობას”.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთისთვის.

იტვირთბა....