aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ირანი თუ ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნდა, მეყოლოს პუტინი ვარდივით“

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი2-ის”  გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ირანში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, თუ 85 მილიონიანი ირანი ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნდა, ქვეყნიდაან გასული და დასავლურად განათლებული ყველა წარმატებული ირანელი უკან დაბრუნდება. გვარამიას განცხადებით, ეს კი მას ნიშნავს, რომ პუტინი თამაშ გარეთ დარჩება.

„85 მილიონიანი ირანი თუ ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნდა, ქვეყნიდან გასული და დასავლურად განათლებული და წარმატებული ყველა ირანელი (გამორჩეულად ნიჭიერი და გამჭრიახი ხალხია, ჩემი გამოცდილებით) უკან დაბრუნდა, ქვეყნის გაზის და ნავთობის საბადოები (რუსეთზე უკეთესია ორივე ხარისხობრივად და თქვენ წარმოიდგინეთ, არანაკლები მარაგებია) დემოკრატიული ცივილიზაციის სამსახურში ჩადგა, მეყოლოს ვარდივით პუტინი თავისი დერჟავიან და მისი სატელიტებიანად.

თურქეთსაც შეაჯანჯღარებს რეგიონში პირველი ნომრობის დაკარგვა (რაც უპირობოდ და უსწრაფესად მოხდება) და დააბალანსებს რეგიონში მეორე და თანაზომადი გეოპოლიტიკური გრავიტაციის ცენტრის გაჩენა. სომხეთიც აუცილებლად დაფიქრდება რუსეთის ორბიტაზე დარჩენა/არდარჩენაზე და აზერბაიჯანიც მიხვდება, რომ მისი ნავთობი და გაზი აღარაა ჯოკერი, რომელიც ყველაფერზე იცვლება, დემოკრატიის ჩათვლით.

ცივილიზებულ ირანზე ეკონომიკურად უფრო სასარგებლო მეზობელი და პარტნიორი, შუძლებელია საქართველოს ყავდეს. და ცივილიზებულ ირანზე უკეთესად, ჩვენი რეგიონის აჭრილ ფაზლს ვერაფერი ვერ დაალაგებს. ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფს, მოკლედ რომ ვთქვათ, და ამ ბედს ვისურვებ სწორედ ახალ 2018 წელს, “ – წერს გვარამია.

იტვირთბა....