aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გვარამია: “სახელმწიფოს სიმსივნე, რომ ციხეში შერეკეს მისასალმებელია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფაქტია, რომ ის სამთავრობო კლანი, რომელიც ამ ახვრებს ანგარიშსწორებისთვის იყენებდა, დაისაჯა, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს “ქართული მარშის” 6 წევრისთვის პატიმრობის შეფარდებას.

“უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სახელმწიფოს სიმსივნე რომ ციხეში შერეკეს, ეს მახარებს და თან სასიამოვნოდ გაკვირვებულიც ვარ. ფაქტია, რომ ის სამთავრობო კლანი, რომელიც ამ ახვრებს ანგარიშსწორებისთვის იყენებდა, დაისაჯა.

მისასალმებელია და აღსანიშნავი!”, – წერს სოციალურ ქსელში გვარამია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ე.წ. “ქართული მარშის” ექვსივე წევრი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ექვსივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება.

„რუსთავი 2“- თან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 6 პირია დაკავებული. ყველა მათგანს გამოძიება 239-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგეგმილ ხულიგნობას გულისხმობს. ორ მათგანს ბრალი დაუმძიმდა.

ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.

იტვირთბა....