aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

გვარამია: “ნაცმოძრაობის წევრობის გამო მეგობარს ექიმმა მკურნალობაზე უარი უთხრა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მეგობარს ნინო კვიტაიშვილს პარტიული კუთვნილების გამო ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგმა მკურნალობაზე უარი უთხრა.

“ნინო კვიტაიშვილი ჩემი პირადი ახლო მეგობარია. ხოდა, პირადად გავუმწარებ სიცოცხლეს ტრავმატოლოგ მამაგეიშვილს, რომელმაც მისი პარტიული კუთვნილების გამო, უარი თქვა პოლიციის მიერ ნაცემი ნინოსთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა გირჩევთ, თქვენით მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება და ეგ ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ნაბიჭვარი დროზე მოაშოროთ მაქედან. არა და – თქვენ თავს დააბრალეთ!”, – წერს გვარამია.

გვარამიას სტატუსის კომენტარებში ინგოროყვას კლინიკამ გასცა პასუხი.

“ბატონო ნიკა პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევა და გაეწია შესაბამისი სამედიცინო მოსახურება.

პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ექიმთან შექმნილი ვითარების შესახებ განიხილება კლინიკის ბიოეთიკის საბჭოზე და დაუყოვნებლივ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები. კლინიკის ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის შექმნილი უხერხულობის გამო და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ პაციენტს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი”, – განაცხადეს კლინიკაში.

იტვირთბა....