aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი

გვარამია – კობახიძეს ბრიფინგის ღირსად არ ვთვლი, შეგვხედეთ და მიხვდებით ვინაა ჩვენ შორის ფაშისტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე პარლამენტის თავმჯდომარე ბრიფინგის ღირსად არ მიმაჩნია. ამიტომ, კომენტარით შემოვიფარგლები. რას მოვესწარით, სადამდე დეგრადირდა ქართული სახელმწიფო, რომ მისი მთავარი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგანგებო ბრიფინგს უძღვნის ნიკა გვარამიას, მოქალაქის, სტატუსებს, -ამის შესახებ “რუსთვი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟრნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რამოდენიმე კანონი დაარღვია.

“ამ ქვეყანას მეტი პრობლემა არ აქვს სტატუსების გარდა? ამ ქვეყანაში არ იტაცებენ ადამიანებს? არ ჩაყავთ სარდაფებში? არ შიმშილობს მოსახლეობის დიდი ნაწილი? არ მესმის, უბურალოდ… ჯერ შეხედეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და მერე შემხედეთ მე. ვინ არის ფაშისტი ჩვენ ორს შორის კითხვის ნიშნები არ დარჩება.

მთავარი რაც უნდოდა ეთქვა პარლამენტის თავმჯდომარეს არის ის, რომ მათი შიდა კვლევებით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. მინდა შევახსენო ყველას, განსაკუთრებით მოვუწოდო ცეესკო-სა და მარეგულირებელ კომისიას, რომ ეს დარღვევაა “ქართული ოცნების” მხრიდან. იმიტომ, რომ კვლევების გამოქვეყნებას აქვს თავის წესი, ესე, უბრალოდ, ვიღაცა იგებს და ვიღაცა აგებს არ შეიძლება. უნდა გამოქვეყნდეს კვლევები სათანადო წესით და ეს უნდა შემოწმდეს მარეგულირებელი კომისიისა და ცეესკო-ს მიერ. პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფერთან ერთად რამოდენიმე კანონი დაარღვია. ძალიან ბევრი მოიტყუა.

პირველ რიგში, არც ერთი კვლევით სალომე ზურაბიშვილი არ იმარჯვებს. არანაირი შიდა კვლევებით, ჩვენ ამ კვლევების შედეგებიც გვაქვს. სალომე ზურაბიშვილი მეორე და მესამე ადგილზეა ნებისმიერი კვლევით და ისინი იბრძვიან, რომ ზურაბიშვილი მეორე ტურში რამენაირად გადაათრიონ”, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ნიკა გავრამიას განცხადებებს ფაშსტური უწოდა. გვარამიამ მოუწოდა ყველას, რომ ზურაბიშვილის მხარდამჭერები მაქსიმალურად შეავიწროვონ.

იტვირთბა....