aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გვარამია: კალაძემ მორიგი ავტოგოლი მიითვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“კალაძე უკვე ოპოზიციას ახარისხებს და ყველაფერი, მორიგი ავტოგოლი კი მიითვალა – ვისზეც კარგის თქმა უნდოდა, იმას მიწა წააყარა, აფრენს ავტოგოლებზე მგონი”,- ასე გამოეხმაურა “რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია,საკუთარი ფეისბუქის გვერდზე თბილისის მერის კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ცნობისთვის დღეს კახი კალაძემ განაცხადა, რომ დესტრუქციულ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას არ აპირებს. მერის თქმით, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ “ნაციონალები” არ გაერკვევიან იმაში თუ რა უნდათ.

“ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია. ერთია მარგინალური, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს და მეორე “ევროპული საქართველო”. ჩვენ “ევროპულ საქართველოსთან” ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციულები. დესტრუციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები, ამაზე ვისაუბრე მე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან რა უნდათ“.

იტვირთბა....