aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: “ეშველება ქვეყანას თუ ეკლესია არჩევნებში აღარ ჩაერევა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატრიარქის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანას ეშველება თუ საპატრიარქო არჩევნებში აღარ ჩაერევა.

“ეშველება, ეშველება. უბრალოდ, სამომავლოდ თუ გაითვალისწინებს და არჩევნებში აღარ ჩაერევა ეკლესია და ურჩხულს არ დაასვამს თავზე წილხვედრს, კარგი იქნება”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის განცხადებით, მას ხანდახან გონია, რომ ქვეყანას აღარ ეშველება.

“მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა. მე მინდა, რომ მოხსენება კი არ იყოს ჩვენი ფსიქოლოგების, აი, საუბარი გაიმართოს. აქტიური მონაწილეობა თქვენც უნდა მიიღოთ, მეც და სხვებმაც. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ”, – აცხადებს პატრიარქი.

იტვირთბა....