aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გვარამია: „დეკანოზი მამალაძე სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ეს ადამიანი ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავათავისუფლოთ. იგი სასჯელს იხდის იმისთვის, რაც არ ჩაუდენია, უფრო მეტიც, იგი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს,“ –  განაცხადა ნიკა გვარამიამ დეკანოზ მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ.

მისი განცხადებით, დეკანოზი მამალაძე ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული დაჯგუფების მძევალია.

“მთლად ამას არ მოველოდი, რაც აქ გავიგე. ეს ადამიანი არის მძევალი ქართული სახელმწიფოსა და სამწუხაროდ, ქართული ეკლესიის შიგნით არსებული დაჯგუფებების. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ადამიანი მძევლობიდან გამოვიხსნათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანი – დეკანოზი გიორგი მამალაძე, არის ქართული სახელმწიფოს მძევალი. იგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.“ – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას აზრით, დეკანოზი მამალაძე პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. მას სასამართლოს მიერ მამალაძის გამართლების იმედი არ აქვს.

მისი თქმით, საუბარი სტრასბურგის სასამართლოსაც ეხებოდა, თუმცა გვარამია ამბობს, რომ მანამდე დეკანოზის ციხეში დატოვება შესაძლოა კარგად არ დასრულდეს.

“ჩემთვის ამ წუთში სრულიად ნათელია, რომ იგი, როგორც მინიმუმ, შეწყალებულ უნდა იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ. იგი უნდა გამართლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, მაგრამ ცხადია, ამის იმედი არა აქვს.

ჩვენ ვისაუბრეთ სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებითაც, თუმცა, ეს გრძელი გზაა. დარწმუნებული ვარ, რომ დეკანოზი მამალაძე სტრასბურგში სასამართლოს მოიგებს, თუმცა, თუ ის მანამდე ციხეში დავტოვეთ, შეიძლება, კარგად არ დასრულდეს.“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს ე.წ. ციანიდის საქმეზე უკვე 1 წელზე მეტია იხდის. მას საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის მიუსაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა სასამრთლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. დღეს დეკანოზის ადვოკატებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანეს. საქართველოში ყველა ისტანციის გავლის შემდეგ, ადვოკატები აღნიშნული საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავენ.

იტვირთბა....