aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

გვარამია: გიორგი გაბუნიამ R2-ის ეთიკის საბჭოსგან საყვედური მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს, საგანგებო ბრიფინგზე ბოდიში მოუახადა ყველა მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებებით შეილახა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის ეთიკის საბჭომ განიხილა ჟურნალისტის განცხადება და მას გამოეცხადა საყვედური.  გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ გაბუნიას განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში, შესაბამისად, საკუთარ პოზიციას ის დააფიქსირებს თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.  “არხი ვერ აიძულებს და არ აიძულებს ჟურნალისტს ბოდიში მოიხადოს”- აღნიშნა მან.

“არხის სახელით ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით. თუმცა, ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ესენი ჩვენ მიერ, არ განიხილებიან მორწმუნეებად, არც ერთი მოქალაქე არ განიხილება ქრისტეს მიმდევრად. შესაბამისად ამ ადამიანებს თავისთვად ცხადია, არ ვგულსიხმობ.

დღეს დილიდან, “რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას ეხებოდა, გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო. ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება. იგი არის ყველა ქრისტიანული კონფენსიის საკუთრება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს მათ პირად რელიგიურ გრძნობებს. ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიიურ გრძნობებს. მით უფრო იმ გარემოებებში, როცა ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს. ასეთი ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა,როცა ჩვენს ორგანიზაციაში  მოხდა ამგვარი განცხადებების განხილვა. ეხებოდა სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებებსაც.

მიუხედავად იმისა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ჟურნალისტის განცხადება იმ პირობებშიც, როცა ის არ ჯდება “რუსთავი 2″- ის სარედაქციო პოლიტიკაში, მიუხედავად ამისა, გაბუნიას განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში. საკუთარ პოზიციას ის გააკეთებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.  არხი ვერ აიძულებს და არ აიძულებს ჟურნალისტს ბოდიში მოიხადოს”- განაცხადა გვარამიამ.

ე.წ. “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება გამოიწვია გუშინ, გადაცემა P.S-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა:

„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.

გვარამიას სრული განცხადების ტექსტი იხილეთ აქ

იტვირთბა....