aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გერმანელი მედიკოსების დასკვნით კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტი მოწამლე

aviabiletebi
ავიაბილეთები

კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტი დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლეს.

გერმანელი მედიკოსების დასკვნით პიოტრ  ვერზილოვი დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლეს.

ის უკვე მეოთხე დღეა, ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

ექიმების განცხადებით, მოწამვლის შედეგად პაციენტს ნერვული სისტემა დაუზიანდა, თუმცა, იმედოვნებენ, რომ მის სრულ გამოჯანმრთელებას შეძლებენ.

პიოტრ ვერზილოვი ქუჩის ხელოვანთა ჯგუფ ვოინას წევრი და PUSSY RIOT-ის პროდიუსერია.

აქტივისტი ხშირად აწყობდა კრემლის საწინააღმდეგო პერფორმანსებს. გასულ კვირას ის უგონო მდგომარეობაში მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოხვდა. რამდენიმედღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ კი სპეცრეისით ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს.

იტვირთბა....