aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გენერალური აუდიტორის წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გენერალური აუდიტორის წარდგენა არის პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა. გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საჭირო იქნება კანდიდატის წარდგენა”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გენერალური აუდიტორის მომავალ კანდიდატურასთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციები ჯერ არ გამართულა.

რაც შეეხება აღნიშნულ თანამდებობაზე თბილისის მერის, დავით ნარმანიას წარდგენას, კობახიძემ განაცხადა, რომ ჯერ ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება ნაადრევია.

“გენერალური აუდიტორის წარდგენა არის პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა. გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საჭირო იქნება კანდიდატის წარდგენა. ინფორმაციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვქონია რაიმე ფართო კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კონსულტაციები დაიწყება, კანდიდატთან დაკავშირებით ალბათ გვექნება შეჯერებული პოზიცია და ამის შემდეგ გახდება ინფორმაცია ცნობილი ფართო საზოგადეობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა ივლისში ეწურება.

იტვირთბა....