aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მექვაბიშვილი: მერიაში აუდიტი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გენერალური აუდიტი ირაკლი მექვაბიშვილი აცხადებს, რომ მერიაში აუდიტი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.  მექვაბიშვილის ინფორმაციით, შესწავლა ქონების მართვის, გამწვანების საკითხებს, გარე განათებასა და ზედამხედველობის სამმართველოს უკავშირდება.

აუდიტი ამბობს, რომ  დასკვნები ყველა მიმართულებით ძალიან მალე იქნება დასრულებული და კანონით დადგენილ ვადებში გამოქვეყნდება. მექვაბიშვილის განცხადებით, ორი დასკვნა უკვე დამამთავრებელ სტადიაშია და გარკვეული შედეგები საზოგადოებისთვის საჯარო მალე გახდება.

რაც შეეხება დარღვევებს, მთავარი აუდიტორის შეფასებით, ამ თემაზე ჯერ განმარტებას ვერ გააკეთებს, რადგან შესწავლა დასრულებული არ არის.

იტვირთბა....