aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია: ვადასტურებ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვადასტურებ, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური, აზრით არ ჩატარდა”, – ამის შესახებ პარლამენტში მისულმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

გახარიას თქმით ამ საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა.

“თქვენი მუშაობის ფარგლებში, ვერ შეძელით, დაგდასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არ ჩატარებული და ამან იქონია საბოლოო შედეგზე რაიმე გავლენა, თუ ვერა. ჩემი სუბიექტური აზრით, როგორც ცალკე აღებული ადამიანის, ეს იყო თქვენი მანდატი. მე როგორც შს მინისტრი სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცი ის საგამოძიებო მოქმედებები განზრახ არ ჩატარდა და იქონია თუ არა გავლენა ამან შედეგზე, მე მზად ვარ, როგორც კი დაიწყება სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ვთვლი, რომ უნდა დაიწყოს, პირველი მივალ და მივცემ ჩვენებას, ისევე როგორც თქვენ უნდა აიღოთ ეს პასუხისმგებლობები, რომელიც ჰქონდა კომისიას. თქვენ სამწუხაროდ სრული დისკრედიტირება მოახდინეთ საგამოძიებო კომისიის, პარლამენტში, რადგან ვერ მიაღწიეთ შედეგს და შედეგის მიღწევის ნაცვლად, დაიწყეთ პოლიტიკური სპეკულაციები”, -მიმართა გახარიამ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებს.

 

იტვირთბა....