aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაჩეჩილაძე: “ბატონო შალვა, მედიას მიხედეთ!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  გია გაჩეჩილაძემ საქართველოს ახალ პროკურორს შალვა თადუმაძესა მიმართა და აღნიშნა, რომ მედიას მიხედოს, რადგან მედიაში პროკურატურა როგორც მხარე არ ჩანს.

“საზოგადოებას ილუზია ექმნება, რომ თითქოს დანაშაულის კატასტროფული ზრდაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2010 წელს 418 განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტი მოხდა, ძარცვა იყო 638, ხოლო ყაჩაღობა – 398 და არავინ არ იცოდა, რა ხდებოდა საქართველოში, ისე წიხლქვეშ ჰქონდათ მედია ამოდებული. 2010 წელს არასრულწლოვნებმა 40 მკვლელობა ჩაიდინეს. ეს არავის არ გაუგია და ჩვენ ერთი ტრაგიკული ფაქტის გამო საგამოძიებო კომისია შევქმენით. ამას მიხედვა უნდა! საინფორმაციო სივრცე დაბალანსებული უნდა იყოს და ამაში პროკურატურის მხარე ჩანდეს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 101 ხმით პროკურორად შალვა თადუმაძე აირჩია.

იტვირთბა....