aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი სამუდამო ხელფასს მიიღებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საფეხბურთო კლუბ “ფიორენტინას” გარდაცვლილი კაპიტანის დავიდე ასტორის იტალიურმა კლუბმა სამუდამო კონტრაქტი გაუფორმა და ანაზღურებას მისი ოჯახი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის საფეხბურთო ნაკრების მცველი და “ფიორენტინას” კაპიტანი დავიდე ასტორი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 31 წლის მცველს გულის შეტევა დაემართა.

დღეს იტალიის საფეხბურთო ტური ტრაგედიის გამო გადაიდო.

ასტორის კარიერა “მილანიდან” დაიწყო, რომლის რიგებში 2006-2008 წლებში ირიცხებოდა, თუმცა ერთხელაც არ უთამაშია. სახელი კი, “კალიარიში” თამაშით გაითქვა, რომლის რიგებშიც 2008-2014 წლებში 174 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

2014-2015 წლების სეზონში “რომას” შემადგენლობაში 24-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო “ფიორენტინაში” 2015 წლიდან დღემდე 78 თამაშში თავი სამჯერ გამოიჩინა.

დავიდე ასტორის იტალიის ნაკრებში დებიუტი 2010 წლის 10 აგვისტოს ჰქონდა და იქედან მოყოლებული “სკუადრა აძურას” მაისური 14-ჯერ მოირგო, ერთი გოლიც გაიტანა.

 

იტვირთბა....