aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხაშურში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახი მედიკოსების დასჯას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მედიკოსების დასჯას მოითხოვს გუშინ ხაშურში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახი. 41 წლის ლიანა ტაბატაძის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად, ისინი ექიმების გულგრილობას ასახელებენ. მათი მტკიცებით, ხაშურის საავადმყოფოში პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოყვანეს და გამოიგონეს, თითქოს და მას სისხლი მოეწამლა. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ლიანა ტაბატაძე საკეისრო კვეთას მოითხოვდა, რაზეც ექიმებმა თავდაპირველად უარი უთხრეს.

ოჯახის ბრალდებას არ პასუხობენ ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში.

ახალგაზრდა ქალი სამშობიაროში გუშინ გარდაიცვალა, ბავშვი კი გადარჩა. მომხდარზე გამოძიება 116-მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 დან 4 წლამდე ვადით.

წყარო: “ნიუპოსტი”

იტვირთბა....