aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გარდაცვლილის მამა: “პოლიცია ხელს აფარებს მკვლელებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არ გავჩერდები. მთელი სოფელი გვერდში მიდგას და უფრო მეტი ადამიანი გამოვა. ამ უსამართლობას არ მოითმენს ხალხი”, – ამბობს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი.

“ჩვენი დღე იწყება თორნიკეთი და მთავრდება თორნიკეთი. ესენი კიდევ დგანან და ნაცვლად იმისა, საქმე გამოძიონ, ჩვენზე წევენ ხელებს. რა მთავრობაც გვყვავს, ისეთი პოლიციაა. ეგენი აფარებენ ხელებს მკვლელებს. ამდენი ხანი გავიდა და საქმე ვერ გამოიძიეს. სამი თვე გავიდა და მკვლელი ვერ დაიჭირეს. ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა, მაგრამ იცავენ და ხელებს აფარებენ”, – ამბობს გარდაცვლლის მამა.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, ხელთუბანში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა 16 წლის თორნიკერ მერებაშვილი.

მოქალაქეები საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....