aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

განზრახ მკვლელობა: ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ნ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.გორში ნ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის მრავალჯერადი დარტყმებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მ.ს. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.თ. 2017 წლის 26 ივლისს ქ.გორში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ნ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....