aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტრო ქუთაისის სკოლის მოსწავლის ცემის ფაქტს შეისწავლის

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლების სამინისტრომ ქუთაისის სკოლის მოსწავლის ცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. საქმე 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლის ერთ-ერთი მშობლის ბრალდებას ეხება, რომლის მტკიცებით მისი შვილი პოლიციელმა ცემა, რომელიც თანაკლასელის მამაა.

ოჯახი პოლიციაში განცხადების შეტანას და სამართლებრივ დავას გეგმავს.

სკოლის დირექტორი მეხუთე კლასელებს შორის მომხდარ კამათის ფაქტს ადასტურებს. მიხეილ გიორგაძის თქმით, მშობლის სკოლაში შესვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად შემთხვევა არა სკოლაში, არამედ სკოლის ეზოში, შესასვლელთან მოხდა.

იტვირთბა....