aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო გამხმარი ხის ორი ტოტია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ჰელსინკში შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი.

“ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ერთი გუნდია და საზოგადოებამ ორივე პარტია ერთიან კონტექსტში უნდა ახსენოს” – განაცხადა კალაძემ.

„თანამოაზრეები არა, ეს ერთი გუნდია. ისინი ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ. მათ გარკვეული მცდელობა ჰქონდათ, რომ თითქოს, კონსტრუქციულები იყვნენ და დემოკრატიულობას თამაშობდნენ, თუმცა რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ჰელსინკში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე ერთმანეთს შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და გრიგოლ ვაშაძის ძირითადი სასაუბრო თემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.

იტვირთბა....