aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„გამოძიება ბოლოს დაადგენს რომ მამალაძე კარისკაცის მოწამვლას აპირებდა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მამა გიორგი მამლაძის საქმის ირგვლივ გამოძიების სანდოობა პროკურატურამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

მისი აზრით, ე.წ. ​ციანიდის საქმეზე  მთავარმა პროკურორმა პარლამენტში კითხვებს უნდა უპასუხოს. უგულავას თქმით, პროკურატურამ შესაძლოა ბოლოს დაადგინოს, რომ დეკანოზი მამალაძე კარისკაცის მოწამვლას აპირებდა, რომლიც სინამდვილეში ბერლინში საერთოდ არ იმყოფებოდა.

„გამოდის, რომ  გამოძიება მამალაძე არც პატრიარქის მოწამვლას და აღარც უმაღლეს საეკლესიო იერარქების მოწამვლას ედავება. ბოლოს გამოჩნდა, რომ თურმე საერთოდ შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი.

ახლა აღარ გამოვრიცხავ, რომ რომელიღაცა კარისკაცამდე ჩავიდნენ, რომელიც ბერლინში საერთოდ არ იმყოფებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ ბუნებრივია, სანდოობა ამ გამოძიების და მთლიანად ამ წარმოდგენის არის ძალიან დაბალი. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩიხი, სადაც შევიდა მთავრობა და დღევანდელი განცხადებებიდან რაც ჩანს, არ აპირებენ ამ ჩიხიდან გამოსვლას,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

იტვირთბა....