aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გამოკითხულთა 90% პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის მომხრეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტი აირჩევს “ეისითიმ” გამოკითხვა ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90%-ს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების გზით უნდა ხდებოდეს.

“აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (90%) მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა უნდა ხდებოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების გზით. თბილისის მაცხოვრებლების მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. 4%-ს კი უჭირს პასუხის გაცემა”,-აღნიშნულია ეისითის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ეისითის ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მათივე ცნობით, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუა.

იტვირთბა....