aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გამოიკითხება ყველა პირი”: აფგან მუხთარლის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა და უწყებას დღეს, 20 ივლისს გადმოეცა.

“სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე გამოიკითხება ყველა პირი, ვისაც შესაძლოა რაიმე შემხებლობა ჰქონდეს აღნიშნულ საქმესთან.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს”- აცხადებენ პროკურატურაში.

დღეს, შინაგან საქმეტა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია წარადგინა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი და სუს-ის კონტრდაზვერვის უფროსი თანამდებობებს გამოძიების დასრულებამდე ტოვებენ.

შს მინისტრის განცხადებით, მუხთარლის მეუღლესა და შვილს სპეციალური დაცვა დაენიშნათ, თუმცა ლეილა მუსტაფაევამ დაცვაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დაახლოებით 1 თვის წინ თბილისში ქუჩიდან გაუჩინარდა და ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. ის აზერბაიჯანის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....