aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“პარლამენტის შენობიდან არ უნდა გამოვუშვათ დეპუტატები”: სააკაშვილი მაიდანზე აქციებს აგრძელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გრძელდება აქცია კიევში. მაიდანზე შეკრებილი არიან აქციის მონაწილეები, რომელთა შორის ორგანიზატორები არიან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ჯგუფი.

მობილიზებულია პოლიცია. ადგილობრივი პოლიტოლოგები მორიგ შესაძლო მაიდანზე არაერთგვაროვან კომენტარებს აკეთებენ.

როგორც ადგილობრივი მედიიდან ვიგებთ, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ გამოუშვებენ რადას დეპუტატებს შენობიდან, სანამ არ იქნება მიღებული კანონი დეპუტატების იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით.

კომენტარი გააკეთა სააკაშვილმაც. მისი თქმით, პარლამენტის შენობიდან არ უნდა გამოუშვან დეპუტატები მანამ, სანამ ხალხის ნება არ იქნება დაკმაყოფილებული.

“აქციები დღესვე გაგრძელდება. ჩვენ არ უნდა გამოვუშვათ დეპუტატები პარლამენტის შენობიდან, სანამ ხალხის ნება არ დაკმაყოფილდება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით” – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა კიევში საპროტესტო აქციები, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს. ისინი აცხადებენ, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

იტვირთბა....