aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამოვიდა ე.წ. პრემიერი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მასთან ერთად იმყოფებოდა ნიკა რურუაც, რომელიც წლევანდელ ბაზრობაზე ოფიციალურად გერმანულმა მხარემ მიიწვია.

მესამე პრეზიდენტმა საქართველოს პანელი დაათვალიერა და საქართველოს პრემიერის გამოსვლა გააკრიტიკა, რადგან სააკაშვილის თქმით, ბახტაძეს ოკუპაციაზე არ უსაბრია.

„ასეთი რაღაცა ყოველთვის უნდა გამოიყენო შენი ქვეყნის მდგომარეობის გასატანად. გუშინ გამოვიდა ე.წ. პრემიერ-მინისტრი და ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე. მერე ვიღაცას უკვირს მერკელი რატომ არ ამბობსო. მერკელი რა შუაშია, შენ თვითონ თუ არ ამბობ ძალით ხომ არ გეტყვის. ერთადერთი მწერალი ქართველი გოგო, ხარატიშვილი, რომელიც ძალიან მაგარი გერმანელი მწერალია ის ლაპარაკობდა ოკუპაციაზე, მაგრამ ის გერმანელია უკვე, რა თქმა უნდა ქართველია, მაგრამ გერმანული კულტურის წარმომადგენელია. ჩვენი მთავრობა არ არსებობდა. ილაპარაკოს ხარატიშვილმა ილაპარაკოს სააკაშვილმა, ჩვენ არ ვილაპარაკებთ, არ გავაღიზიანოთ. აქაც გამოჩნდა არამხოლოდ ბრწყინვალება საქართველოსი, არამედ უბედურება საქართველოსი, თუნდაც ამ გახსნის დროს,“ – ამბობს სააკაშვილი.

იტვირთბა....