aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გალის რაიონში 500 ბინადრობის მოწმობა უკვე გაცემულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობის გაცემა გრძელდება. როგორც ცნობილია, სულ 22 ათასი ე.წ. ბინადრობის მოწმობა უნდა გაიცეს. გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განმარტებით, უკვე გაცემულია 500 ე.წ. დოკუმენტი, კიდევ 500 მზად არის, ხოლო ოთხი ათასი დოკუმენტი კი მუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ამ ეტაპზე, 4000 პირი გამოვარკვიეთ, რომლებიც საბინაო წიგნებში იყვნენ შეყვანილები, მაგრამ რეალურად გალის რაიონში არ ცხოვრობდნენ. აქ მხოლოდ პერიოდულად ჩამოდიან მიწის დასამუშავებლად და მოსავლის ასაღებად. მანამდე ასეთ პირებს აფხაზური პასპორტები ჰქონდათ. ახლა კი, ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ, რომ მათ ბინადრობის მოწმობები აიღონ“ – განაცხადა თემურ ნადარაიამ.

მისივე თქმით, ასეთი პირებისთვის ოკუპირებული გალის რაიონში შესასვლელად ე.წ. ვიზების აღება უფრო „მიზანშეწონილი“ იქნებოდა.

იტვირთბა....