aviabiletebi
ეკონომიკა მთავარი

“გაზს ენერგეტიკის სამინისტრო ვერ იყიდის, ის ბაზარმა უნდა იყიდოს…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ზამთრის პიკურ დროებში სოკარს გაზის შესაბამისი მოცულობის მოწოდება უჭირს. თუმცა მთავარი ეს არ არის, არამედ ის, რომ პიკურ მომენტში ხარისხიც ეცემა. მაგრამ აქ სხვა რამეა: სოკარი ლაპარაკობს სოციალურ გაზსა და მოსახლეობის მომარაგებაზე, რაც შეეხება კონკურენტულ გარემოს ბიზნეს-მიმართულებით, ბიზნეს-სექტორი არარეგულირებადია, სადაც ძვირიან გაზს აწვდიან და აქ კონკურენცია უნდა იყოს, რატომაც არა – ამაში ცუდი არაფერი არ არის. /სოკარმა/ გაზი რომ მიაწოდოს კიდეც, ბიზნეს-სექტორს ორი ალტერნატივა მაინც სჭირდება, იქიდან საუკეთესოს ასარჩევად. რეგულირდება მხოლოდ სოციალური გაზი და მოსახლეობა, ბიზნეს-სექტორი კი არა…“ – ასეთი კომენტარი გააკეთა მეტრონომ ჯისთან ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაიამ SOCAR GEORGIA-ს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანი სრულად აკმაყოფილებს საქართველოსთვის გაზის მოწოდებას.

შეგახსენებთ, რომ სოკარის ზემოთ ხსენებული გამოხმაურება ამ კვირის დასაწყისში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებას მოჰყვა. კალაძემ განაცხადა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს დასრულდება, თუმცა მინისტრმა ვერ დააკონკრეტა, რა ფასად შეეძლებათ კომპანიებს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღება.

თავის მხრივ, განცხადება გააკეთა SOCAR GEORGIA-ს გენერალურმა მდივანმა მაჰირ მამედოვმა. მისი თქმით, აზერბაიჯანს შეუძლია სრულად უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობისთვის აუცილებელი გაზის მიწოდება.

მეტრონომ.ჯის კითხვაზე, არსებობს თუ არა რუსული გაზის გარდა სხვა ალტერნატივა კონკურენციის შესაქმნელად, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ალტერნატივა ბევრია და საქართველომ ყველა უნდა განიხილოს.

„მომავალში ალტერნატივაა ირანული გაზი, თურქმენული გაზი, რომელიც ასევე რუსული მილსადენით მოდის. ალტერნატივა შეიძლება იყოს ყატარიდან. ყველა ალტერნატივა ერთდროულად უნდა ვეძებოთ“ – ამბობს ჯგერენაია.

რაც შეეხება კომერციულ გაზს, ჯგერენაიას თქმით, გაზს ენერგეტიკის სამინისტრო ვერ იყიდის, ის ბაზარმა უნდა იყიდოს და ამაში ენერგეტიკის მინისტრი ვერ ჩაერევა.

იტვირთბა....