aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„გაზპრომმა” საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შამათი გაუკეთა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპის ქრისტიანულ-პოლიტიკური მოძრაობის ვიცე პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის ყოფილი თანამებრძოლის – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” გიორგი რუხაძის შეფასებით, საქართველომ „გაზპრომთან” მოლაპარაკებებში  თავისი პოზიციები დათმო, რითაც რეგიონისა და დასავლეთის ქვეყნებს „ძალიან ცუდი პოლიტიკური სიგნალი” გაუგზავნა.

“„გაზპრომმა”  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შამათი გაუკეთა და საქართველომ  პოზიციები დათმო, რითაც ძალიან ცუდი პოლიტიკური სიგნალი გააგზავნა, როგორც რეგიონის ქვეყნებში, ასევე დასავლეთში, რომ ამ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება მოლაპარაკებებში,“ -განაცხადა ევროპის ქრისტიანულ-პოლიტიკური მოძრაობის ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ მხარესა და კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა მინსკში 10 იანვარს გაიმართა. შეხვედრიდან დაბრუნებულმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. მინისტრის განმარტებით, გადახდის ფორმის ცვლილება ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს. კალაძის თქმით, „გაზპრომ ექსპორტის“ საბოლოო წინადადება მთავრობის სხდომაზე განიხილეს და ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....